საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ვიზიტი იაპონიასა და კორეაში

20.06.2013
ბეჭდვა

მიმდინარე წლის 26 მაისიდან - 14 ივნისის ჩათვლით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი ოფიციალური ვიზიტით იაპონიასა და კორეაში იმყოფებოდნენ.

ქ. ტოკიოში საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ სემინარს, სადაც ეროვნული ასამბლეისა და არჩევნების საკითხები განიხილებოდა. სემინარის მონაწილეები გაეცნენ სხვადსხვა ქვეყნების გამოცდილებას, განიხილეს დემოკრატიული მმართველობის პრინციპები და ამ მიმართულებით შემდგომი განვითარების საშუალებები. ქართული დელეგაცია, ასევე, გაეცნო ქვეყანაში არსებულ თანამედროვე საარჩევნო ტექნოლოგიებს და ინოვაციებს.

ცესკოსა და სწავლების ცენტრის წარმომადგენლები იაპონიაში ქვეყნის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მიწვევით იმყოფებოდნენ.

12-14 ივნისს კი დელეგაცია კორეაში იმყოფებოდა, სადაც კორეისა და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი ურთიერთგამოცდილების გაზიარებას და ორივე საარჩევნო ადმინისტრაციაში საერთაშორისო სტანდარტების დონის პოტენციურ ამაღლებას ითვალისწინებს. საქართველოს და კორეის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა თანამშრომლობის მომდევნო ეტაპი განიხილეს.

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ნოემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
     12
3456
7
89
10111213141516
17181920212223
24252627282930
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia