2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიების წევრებმა ინტენსიური გადამზადება გაიარეს
საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები და წევრები დეტალურად გაეცნენ ამომრჩევლებისთვის კვალიფიციური სერვისის მისაწოდებლად შესაბამისი ფუნქციების შესრულების ტექნიკას, მათ შორის, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მხარდაჭერის ჭრილში.
სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებულმა 195-მა ტრენერმა ჯამურად უზრუნველყო 9 530 სატრენინგო სესიის ჩატარება
2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის სწავლების ცენტრმა ელექტრონული საინფორმაციო-სასწავლო პროგრამა „საარჩევნო უბანზე ელექტრონული აპარატების გამოყენებით ხმის მიცემის პროცედურა“ შეიმუშავა
პროგრამა წარმოადგენს დამატებით რესურსს საარჩევნო რეფორმით გათვალისწინებულ ტექნოლოგიურ სიახლეებთან ადაპტაციის ხელშეწყობის მიზნით
საინფორმაციო-სასწავლო პროგრამა განკუთვნილია საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის
სწავლების ცენტრმა დისტანციური კურსი - "საარჩევნო პროცესებში ადმინისტრაციული რესურსის არამართლზომიერად გამოყენების პრევენცია და რეაგირება დარღვევებზე" განაახლა
კურსი განკუთვნილია საჯარო მოსამსახურეებისთვის
პროგრამა საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას ადმინისტრაციული რესურსების არამართლზომიერად გამოყენების პრევენციის მიზნებისთვის ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას ემსახურება