საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა შესრულებული პროექტების შემაჯამებელი პრეზენტაციები წარადგინეს

03.02.2020
ბეჭდვა

2019 წლის 25 ივნისს სწავლების ცენტრის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებულმა 39 ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ პროექტების შემაჯამებელი პრეზენტაციები წარადგინა.

ამომრჩეველთა ინფორმირების მიმართულებით დაფინანსებული 39 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი საგრანტო პროექტი მიზნად ისახავდა ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წახალისებას ისეთი პროექტების უზრუნველსაყოფად, რომელიც საზოგადოებაში საარჩევნო და სამოქალაქო კულტურის განვითარებას უკავშირდებოდა და ითვალისწინებდა დაფინანსებული ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საინფორმაციო/სასწავლო პროგრამის განხორციელებას და მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ისეთ საკითხებზე როგორებიცაა: საქართველოს არჩევნების ისტორია და თანამედროვეობა (სახელმწიფო მოწყობა და არჩევითი ორგანოების ფორმირების წესი), აქტიური მოქალაქეობა და არჩევნების გზით ქვეყნის მართვის პროცესში მონაწილეობის მნიშვნელობა, საარჩევნო უფლებები და რეალიზება, გენდერული თანასწორობა არჩევნებში, ინკლუზიური არჩევნები (მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობა საარჩევნო პროცესში), არჩევნების უსაფრთხოება, ჩართული მხარეების როლი დემოკრატიული არჩევნების უზრუნველსაყოფად,  არჩევნების პოპულარიზაციისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდის უზრუნველსაყოფად სხვა საკითხები.

საგრანტო კონკურსში გამარჯვებულად გამოვლენილ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოორდინაციის პირობებში, ასევე უზრუნველყოფილ იქნა კონტრიბუცია საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან, რომლის ფარგლებში საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებმა ჩაუტარეს ტრენინგები საგრანტო კონკურსში გამარჯვებულად გამოვლენილი არასამთავრობო ორგანიზაციების საგრანტო პროექტების ბენეფიციარ მოქალაქეებს. აღნიშნული თანამშრომლობა მიზნად ისახავდა მოქალაქეთა საარჩევნო ცნობიერების ამაღლებას და მათთვის ინფორმაციის მიწოდებას შემდეგ საკითხებზე: დემოკრატიული საარჩევნო პროცესის სახელმძღვანელო პრინციპები (მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი); ამომრჩევლის ჩართულობა საარჩევნო პროცესის სხვადასხვა ეტაპზე და საარჩევნო უფლებების რეალიზების მექანიზმები (მათ შორის, ამომრჩეველთა სიაში თავის გადამოწმება, გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობის წესი, საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა); საარჩევნო ადმინისტრაციის და სხვა ჩართული მხარეების ფუნქციები და როლი ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად; საარჩევნო ადმინისტრაციასა და მოქალაქეებს შორის ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო არხები.

დაფინანსებული საგრანტო პროექტები 2019 წლის 25 სექტემბრიდან - 25 ნოემბრის პერიოდში განხორციელდა და საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა.

2019 წლის 25 ივნისს საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების შემაჯამებელი პრეზენტაციები:

საკონკურსო თემატიკა: ამომრჩეველთა განათლება საარჩევნო და სამოქალაქო კულტურის განვითარებისათვის.

  • ააიპ საზოგადოებრივი დამცველი
  • ააიპ საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პრფესიული კავშირი
  • ააიპ ინიციატივა სამოქალაქო საზოგადოებისათვის
  • ააიპ დემოკრატიული საარჩევნო ცენტრი
  • ააიპ კარგი მმართველობის ინსტიტუტი
  • ააიპ ჟურნალისტთა ასოციაცია - საზოგადოებრივი განვითარების კავშირი მეცენატი
  • ააიპ ახალგაზრდული ცენტრი-ჩვენი თაობა 1921
  • ააიპ მედია ცენტრი კახეთი
  • ააიპ რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრი
  • ააიპ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი
  • ააიპ კავშირი 21-ე საუკუნე
  • ააიპ ახალი თაობა - დემოკრატიული საქართველოსათვის
  • ააიპ საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების ანალიტიკურ-კომპილაციური ცენტრი
  • ააიპ დემოკრატიული განვითარების ახალგაზრდული ცენტრი
  • ააიპ სამოქალაქო ფორუმი
  • ააიპ ჯანმრთელი სამყარო
  • ააიპ ხაშურის რაიონის სამოქალაქო მრჩეველთა კავშირი
  • ააიპ თავისუფალ ჟურნალისტთა ასოციაცია მეოთხე
  • ააიპ ქალთა ორგანიზაცია-კავშირი „პაროს“
  • ააიპ სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურცენტრი
  • ააიპ საქართველოს კონსტიტუციურ-დემოკრატთა ასოციაცია
  • ააიპ საქართველოს რეგიონების განვითარების ხელშემწყობთა კავშირი
  • ააიპ შავი ზღვისა და ბალტიის ქვეყნების ასოციაცია
  • ააიპ დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი
  • ააიპ მწვანე დედამიწა
  • ააიპ სახელმწიფო და მოქალაქე
  • ააიპ დემოკრატიისა და მონიტორინგის ცენტრი
  • ააიპ თავისუფალი განვითარებისა და სამართლის ცენტრი
  • ააიპ სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი
  • ააიპ განათლებისა და თანასწორობის ცენტრი
  • ააიპ post_ალიონი
  • ააიპ რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი თანაზიარი
  • ააიპ სამოქალაქო ალიანსი განვითარებისთვის
  • ააიპ სამოქალაქო სოლიდარობის ცენტრი ისანი
  • ააიპ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დედათა ასოციაცია დეა
  • ააიპ ახალი თაობა დემოკრატიული არჩევნები
  • ააიპ ახალი სიტყვა
  • ააიპ ძლიერი საქართველოსთვის
  • ააიპ საზოგადოებრივი გაერთიანება ჯერ საქართველო
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მარტი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27
28
293031  
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia